როგორც “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის” ცნობილი გახდა, ფიტარეთის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის დიდი კერა ფიქსირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე იმყოფებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. წყლის უქონლობის გამო ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. – ნათქვამია განცხადებაში.
,ცეცხლი მონასტრის კელიების ზევით არის გაჩენილი( მიზეზები ჩვენთვის უცნობია) მონასტრის სპეციფიური მდებარეობის გამო სახანძრო მანქანების საჭირო რაოდენობით წყლის მომარაგება გაძნელებულია. ამიტომ დახმარებისთვის მივმართეთ კომპანია “არემჯის” რათა მათ წყალმზიდ მანქანებს მეხანძრეებისთვის წყლის მიწოდება უზრუნველყოთ. იმედს ვიტოვებთ რომ ხანძრის კერა დროულად იქნება ლოკალიზებული და ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს საფრთხე არ შეექმნება.” – განმარტავს მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.
“მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის” შესაბამისი ინფორმაცია უკვე მიაწოდა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს და ველოდებით სპეციალისტების ადგილზე ჩასვლას. – აცხადებს მოძრაობის ხელმძღვანელი ნინო ბურჭულაძე.