25.4 C
Tbilisi
შაბათი, ივნისი 6, 2026
banner

პიტ ჰეგსეტი: ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსაახლებლად კონგრესის ნებართვა არ სჭირდება

პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების განსაახლებლად კონგრესის ნებართვა არ სჭირდება,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა.

მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტს იერიშების განახლების უფლებამოსილებას აშშ-ის კონსტიტუციის მე-2 მუხლი ანიჭებს.

გამოსვლისას ჰეგსეტმა ისიც თქვა, რომ 1973 წლის რეზოლუცია, რომელიც ხელისუფლებას კონგრესის გარეშე სამხედრო მოქმედებების 60 დღით წარმოების უფლებას აძლევს, არაკონსტიტუციურია და ის უნდა გადაიხედოს.

საყურადღებოა, რომ სენატორებს ადმინისტრაციის გულწრფელობაში ეჭვი ეპარებათ. ტრამპისვე პარტიის წარმომადგენელი, სენატორი ლიზა მურკოვსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის გუნდი არსებული კანონით მანიპულირებს და რომ ომი რეალურად დასრულებული არ არის. სხდომაზე მან განაცხადა, რომ თეთრმა სახლმა ინტერპეტაციის გზით კანონისთვის გვერდის ავლა უნდა შეწყვიტოს და კონგრესისგან სამხედრო ძალის გამოყენების ავტორიზაცია მიიღოს.

შეგახსენებთ, რომ “ომის უფლებამოსილების რეზოლუცია” პრეზიდენტს ავალდებულებს, კონგრესის ნებართვის გარეშე დაწყებული საომარი მოქმედებები 60 დღეში დაასრულოს.

banner
წინა სტატიაშიტატა ხვედელიანი: ნებისმიერი თემა, რომელსაც „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი სამთავრობო გუნდი შეეხო, ჩააფლავეს
შემდეგი სტატია“გახარია საქართველოსთვის” განცხადებას ავრცელებს