6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შრი ლანკის სანაპიროებთან ირანულ გემს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა დაარტყა

აშშ-ის ომის მდივანი პიტ ჰეგსეტი აცხადებს, რომ შრი ლანკის სანაპიროებთან ირანულ გემს ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა დაარტყა.

როგორც ჰეგსეტმა აღნიშნა, ინდოეთის ოკეანეში მცურავ ირანულ ფრეგატზე თავდასხმა ტორპედოთი განხორციელდა, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წყალქვეშა ტორპედოს გამოყენების პირველი შემთხვევა იყო.

ცნობისთვის, 4 მარტს შრი ლანკის ტერიტორიულ წყლებში, ქალაქ გალეს სიახლოვეს ირანულმა ფრეგატმა, „დენამ“ განგაშის სიგნალი გაავრცელა. ირანულ გემზე თავდასხმის შედეგად 101 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 78 კი დაიჭრა. შრი ლანკის თავდაცვის სამინისტროში არ აკონკრეტებდნენ, თუ რომელი ქვეყნის წყალქვეშა ნავი დაესხა თავს ირანულ ხომალდს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „საქართველოს განვითარების ფონდის“ გაუქმებას მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
შემდეგი სტატიაირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი ტრამპს მიმართავს