“47-წლიანი საფრთხე დასრულდა!“ _ აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეტი.
პიტ ჰეგსეტმა თავის მიმართვაში აქცენტი ამერიკული არმიის უპრეცედენტო წარმატებასა და პრეზიდენტის როლზე გააკეთა:
ჰეგსეტის განცხადებით, ირანი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ის მთავარი საფრთხე იყო, ამ სტატუსს აღარ ატარებს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა შექმნა ეს მომენტი. ირანი ამ ზავს იხვეწებოდა და ეს ყველამ კარგად ვიცით“, — აღნიშნა თავდაცვის მდივანმა.
ჰეგსეტმა ოპერაციას „ისტორიული და გამანადგურებელი“ უწოდა. მისი მტკიცებით, ამერიკულმა ძალებმა ირანის სამხედრო რესურსი პრაქტიკულად „მიწასთან გაასწორეს“ (decimated).
გამოსვლის დიდი ნაწილი პრეზიდენტის ქებას დაეთმო, რომელმაც ჰეგსეტის თქმით, „ისტორია შექმნა“.















