ირანში ომი არ ჰგავს ერაყსა და ავღანეთში ომებს და არ არის მარადიული,_ ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჰეგეთსმა განაცხადა.
„ირანში ოპერაცია არ არის მარადიული ომი ან ჭაობი. ეს ის ომები არ არის. პრეზიდენტმა ტრამპმა უკეთ იცის. „ეპიკური მრისხანება“ განსხვავებულია. ის მიზანზე ფოკუსირებული და გადამწყვეტია“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.
მისი თქმით, ომის მიზანია, ირანის რაკეტების განადგურება და იმის უზრუნველყოფა, რომ ისლამურმა რესპუბლიკამ არასდროს შექმნას ბირთვული იარაღი.













