11.8 C
Tbilisi
კვირა, მაისი 17, 2026
banner

პიტ ჰეგსეთი: ირანის ქმედებები ჰორმუზის სრუტეში მეკობრეობა და ტერორიზმია

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა, პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ირანის მისამართით მკაცრი გაფრთხილება გააჟღერა. მისი თქმით, ვაშინგტონი მზად არის საბრძოლო მოქმედებების განსაახლებლად „უფრო მეტი ძალით, ვიდრე ოდესმე“.

ჰეგსეთმა ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ბლოკირებას „მეკობრეობა“ უწოდა.

„კომერციული გემებისთვის რაკეტების სროლა არ არის კონტროლი, ეს ტერორიზმია. სრუტეს აშშ-ის ფლოტი აკონტროლებს“, — განაცხადა მან.

თავდაცვის მდივნის თქმით, სანამ ირანი განადგურებული ობიექტების აღდგენას ცდილობს, აშშ მხოლოდ ძლიერდება.

„ჩვენ გადავიარაღდით და გვაქვს იმაზე უკეთესი დაზვერვა, ვიდრე ოდესმე. ჩვენი თვალი ყველაფერს ხედავს“.

ჰეგსეთმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ არასოდეს დაუშვებს ირანის მიერ ბირთვული იარაღის ფლობას.

მიუხედავად მუქარისა, მან თეირანს არჩევანი დაუტავა: ან გაგრძელებული კონფლიქტი, ან მოლაპარაკებები „კეთილდღეობიკენ”.

banner
წინა სტატიაშიIDF-ის დარტყმა ღაზაში: ლიკვიდირებულია ორი პირი, რომლებმაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზი გადაკვეთეს
შემდეგი სტატიაისრაელ კაცი: ირანმა უნდა აირჩიოს -ან ხიდი მომავლისკენ ან განადგურების უფსკრული