აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა ნორმანდიაში, მოკავშირეთა ძალების გადასხმის 82-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროპა სახიფათო იდეოლოგიების შემოსევის წინაშე დგას.
„სამწუხაროდ, დღეს ევროპის სხვადასხვა სანაპიროებს შტურმით სხვადასხვა სახიფათო იდეოლოგიები იღებენ. ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთისა და ბულგარეთის სანაპიროებზე ნავები და ადამიანები ჩადიან“, – განაცხადა პიტ ჰეგსეთმა.
ჰეგსეთის თქმით, დროა, ევროპამ იმოქმედოს.
„როდის იმოქმედებენ ევროპის დედაქალაქები ამ შემოსევის წინააღმდეგ, თუ უკვე გვიანია? ვიმედოვნებ, რომ არა და მჯერა, რომ ეს ასე არ არის“, – აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.














