აშშ-ის თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი აცხადებს, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მიზნები იგივე რჩება.
„დღეს, კიდევ ერთხელ, ყველაზე ინტენსიური დარტყმები განხორციელდება ირანის ტერიტორიაზე. ყველაზე მეტი გამანადგურებელი, ყველაზე მეტი ბომბდამშენი, ყველაზე მეტი დარტყმა. დაზვერვის მონაცემები კი ყველაზე ზუსტი და სრულყოფილია“, – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი.
ჰეგსეტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ირანმა ომის დაწყებიდან ყველაზე მცირე რაოდენობის რაკეტა გაისროლა.














