ფისი-ფისის მერე, რუსთაველზე კი არ უნდა წახვიდეთ, არამედ ნანა-ნანა უნდა გააკეთოთ, – ასე მიმართავს “თეთრი ხმაურის” წარმომადგენელი იმ აქტივისტებს, რომლებმაც განაცხადეს, რომ ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შემდეგ პირდაპირ რუსთაველზე წავლენ. საბელაშვილი წერს, რომ აქტივისტებმა შარდის ჩაბარებაზე უარი უნდა თქვან, რადგან ეს პრაქტიკა კონსტიტუციის იმ მუხლს ეწინააღმდეგა, სადაც აღნიშნულია, რომ ადამიანს აქვს უფლება, არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.
“უმორჩილესად გთხოვთ გაავრცელოთ ეს განცხადება!
შუშის საშარდავიდან გამოსული “ლელოს” აქტივისტები აცხადებენ, რომ ნარკოლოგიურიდან პირდაპირ რუსთაველზე წავლენ. რადგან თურმე “სუფთა” ყოფილან.
(Edit: შემოშიგინდა ლელო (მათხოვეს ყური როგორც იქნა) და ეგო ნაცების ტიპმა თქვაო. კაი ეგ ნაცები ტიპმა ღქვა, მაგრამ გადავთხარე ყველაფერი და არსად წერია და არც ერთ ინტერვიუში არ გავრცელებულა ინფორმაცია რო თქვრნმა სამმა აქტივისტმა არ მოფსა. სისუფთავეზე კი ყველგან საუბრობთ). ამიტომ, პოსტის დანარჩენი ნაწილი უცვლელად ეხება ლელოს! და ჩემგან უფასო რჩევა – თავის მართლებით თუ შემოშლიგონდებით, გაითვალისწინეთ, ძალიან კომიკურად გამოიყურებით, რაც უკვე ჩვევაში გადაგივოდათ).
ჰმ, ამბავი მაქვს თქვენთვის მეგობრებო:
ფისი-ფისის მერე, რუსთაველზე კი არ უნდა წახვიდეთ, არამედ ნანა-ნანა უნდა გააკეთოთ. ქვეშაფსია აქტივიზმი უნდა გადადგეს!
შეგნებულად არ ვწერდი ნარკოპოლიტიკაზე, რადგან მიმაჩნია, რომ დღეს ყველანაირი პროტესტისა და აქტივიზმის ადგილი რუსთაველზეა, ჩვენს საერთო ბრძოლაში. მიუხედავად იმისა, რომ ოცნებამ ახალი მოსაფსმელი წესები შემოიტანა, არავის გაუუქმებია კონსტოტუციის ყოფილი 42-ე მუხლი (ახლე 31-ე ყოფილა – თურქულად ოთუზბირი), რომელოც უფლებას აძლევს ადამიანს არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ.
გემახსოვრებათ “თეთრი ხმაურის” კამპანიების შესახებ, რომელთაგან ერთ-ერთის შედეგად შსს-ს გამოვგლიჯეთ ჩვენი შარდი და ხელი ავაღებინეთ ამ უტიფარ და ღირსების შემლახავ პრაქტიკაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუკი ვიკეთებთ ნიღბებს და ვკეტავთ გზას, მაშინ არც უნდა მოვფსათ. ამაზრზენია ლელოს ქმედებები ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით – ჯერ იყო და “შპრიცები ყრია ხაააალხნოოო” და “ნარკომანიის ბუდეებიო” იწიკვინეს აბსოლუტურად უპასუხისმგებლოდ და პოპულისტურად და ოცნებას ნარკოპოლიტიკის იმ დონემდე გამკაცრებისკენ უბიძგეს, რაც მიშას ნარკოპოლიტიკასაც კი მოანატრებს ადამიანს. ახლა კი მათ აქტივისტებს ალაპარაკებენ, რომ თურმე უნდა მოფსან და მერე რუსთაველზე გაიქცნენ სრულებით “სუფთა”.
რას ნიშნავს, ვინც მოვიხმართ, ბინძურები ვართ? რო მოგვაფსმევინონ, უსამართლოდ გაზრდილი ჯარიმები სამართლიანი იქნება და არც არავინ დაგვეხმარება გადახდაში? სწორედ ესაა, რაც ბიძოს უნდა – დაიკრგოს სოლიდარობა პროტესტის მონაწილეებს შოროს. ქვიარები მიგვაძინეს, ახლა ნარკუშების დროა და თქვენ ამაზე ყაბულს ხართ? რა იყო, ჩვენი “უსუფთაობა” ჩრდილს ხომ არ აყენებს რეჟიმისთვის თბილისის გამოგლეჯვის ოპერაციას? ვერ ხვდებით, რომ ამ გზაზე შედგომა განწირულია მარცხისათვის? თუკი არ ვემორჩილებით ოცნების მიერ მიღებულ სხვა ყლეობა კანონებს, თუ არად ვაგდებთ წულუკიანის კომისისას, მაშ რატომღა ვემორჩილებით ამ არაკონსტოტუციურ კანონს? გთხოვთ, გაავრცელოთ ეს პოსტი და ხელი შევუშალოთ რეჟიმს, ადამიანების წინააღმდეგ ამ არაკონსტიტუციური ბერკეტის მოპოვებაში. ნუ გავუმარტივებთ სიცოცხლეს ძაღლოვან სტრუქტურებს ჩვენი შარდის ჩაბარებით იაფად!”, – წერს პაატა საბელაშვილი.
















