ფიშერი: მათთვის, ვისაც AfD უყვართ – მათი პროექტი საქართველოს გაწევრიანების შეჩერებას მოიცავს

საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ბუნდესტაგში საქართველოს ახლანდელი ხელისუფლების მიმართ კრიტიკული რეზოლუციის მიღების შესახებ წერს, საქართველოში პარტიის, ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) მიმართ სიმპათიის მქონე პირებს მიმართავს და ამბობს, რომ მათი პროექტი საქართველოსთვის შენგენში უვიზოდ მიმოსვლის გაუქმებასა და EU-ში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას მოიცავდა.

ფიშერის თქმით, რეზოლუციას მთავარი ოპოზიციური ძალა, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია შინაარსობრივად ეთანხმება და ის მმართველმა კოალიციამ მიიღო, რომელსაც ბუნდესტაგში ადგილების 57% უკავია.

“ფაქტები ბუნდესტაგის რეზოლუციის შესახებ – სათაური: საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მიღებული იყო 3 პარტიის მიერ, რომლებსაც ბუნდესტაგში ადგილების 57% უკავიათ და მთავრობას ქმნიან: სოციალ-დემოკრატიული პარტია, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატიული პარტია. რაც შეეხება გერმანიის მთავრობას, ვაიმარის განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა, ანუ ჰანს-დიტრიხ გენშერის მემკვიდრემ, გააკეთა.

მთავარი ოპოზიციური პარტია, ქრისტიან-დემოკრატიული პარტია პროექტის შინაარს ეთანხმება, მაგრამ ხმა არა-ს მისცა, რადგან მის შექმნაში არ მონაწილეობდა (ნორმალურია). მათ გასაგონად საქართველოში, ვისაც პარტია ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) უყვართ: მათი პროექტი საქართველოსთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის გაუქმებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას მოიცავს”. – წერს პიტერ ფიშერი.

11 ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ მომზადებული კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციის ავტორები მმართველ კოალიციაში შემავალი პარტიები არიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ტემპერატურა მნიშვნელოვნად იკლებს – როგორი ამინდს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები შაბათ-კვირას
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი: დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ის არჩევანი, რომელიც ჩვენ უნდა გავაკეთოთ