პირველმა პრეზიდენტმა სომხეთის ერთადერთ სიამაყედ ფეხბურთელი გამოაცხადა

სომხეთის პირველმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა, სომხეთის ეროვნულ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, სომხეთის საფეხბურთო ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის,, ნახევარმცველი ჰენრიხ მხითარიანი სომხების ეროვნულ სიხარულად და ერთადერთ სიამაყედ გამოაცხადა.
თავისი სიტყვის დასკვნით ნაწილში, ტერ-პეტროსიანმა განაცხადა, რომ მისი გამოსვლა შეიძლება ხმაურიანი მოეჩვენოთ, თუმცა თავად არ ისახავდა მიზნად ადამიანების განაწყენებას. ,,ჩემი მიზანია ვაჩვენო ერს იმედიანი და ღირსეული გამოსავალი შექმნილი დამთრგუნველი სიტუაციიდან… იმ ერს, რომლის სიხარულია და სიამაყის ერთადერთი საგანი ამ დროისთვის ჰენრიხ მხითარიანია,, განაცხადა სომხების პირველმა პრეზიდენტმა.

banner
წინა სტატიაშიმოჰამედ ალის წერილი ნელსონ მანდელას აუქციონზე გაიყიდა
შემდეგი სტატიაერდოღანი, პუტინი და ნაზარბაევი ასტანაში სირიის შესახებ შეხვედრას გამართავენ