პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2016-2017 სასწავლო წლისათვის პირველკლასელთა რეგისტრაციას დღეიდან იწყებს.

 

რეგისტრაცია 3 ეტაპად განხორციელდება. I ეტაპი 4-18 აპრილის ჩათვლით იწარმოებს და
რეგისტრაცია სკოლაში განხორციელდება.
დარეგისტრირდებიან ის მოსწავლეები, რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში,
რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია, ან რომლის ოჯახიდან ერთდროულად
ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
I ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების
მიღება განხორციელდება სკოლაში – 19 – 28 აპრილის ჩათვლით.
რეგისტრაციის მეორე ეტაპი საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაციაა, რომელიც 4 –
25 მაისის ჩათვლით იწარმოებს. რეგისტრაცია კი, განათლების მართვის საინფორმაციო
სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელდება.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით
განხორციელდება.
I და II ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ
ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
III ეტაპი 14- 30 ივნისის ჩათვლით იქნება. რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II
ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის
ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე.
2016-2017 სასწავლო წელს, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის
დაწყების უფლება აქვთ იმ მოსწავლეებს, რომელთა ასაკი შეესაბამება კანონით
განსაზღვრულ მოთხოვნებს, ანუ სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. 2016-2017
სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება.
banner
წინა სტატიაში„პრემიერის გადასაწყვეტია, ვინ იქნება თავდაცვის მინისტრი ვარშავის სამიტზე“
შემდეგი სტატიაირაკლი სესიაშვილის აზრით, კოალიციაში განვითარებული მოვლენები საპარლამენტო საქმიანობას ხელს არ შეუშლის