“პირველივე წერილში განვსაზღვრე, რა დროით მოვიდოდი და როდის წავიდოდი”

ექს-პრემიერის, ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მოხდა ზუსტად ის, რაც მოხდა მის შემთხვევაში.

ივანიშვილის თქმით, ღარიბაშვილიც იმ დროს წავიდა ხელისუფლებიდან, რა დროსაც საჭირო იყო.

“პირველივე წერილში განვსაზღვრე, რა დროით მოვიდოდი და როდის წავიდოდი, მახსოვს მაშინდელი დამოკიდებულება პოლიტიკოსების – ამას ყველა ამბობს და ვინ წასულაო. მართლა არ წასულა. სად გინახავთ, რომელ ქვეყანაში, ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, მოვიდა პიროვნება, შეაგროვა გუნდი, გაიამრჯვა და წავიდა. პრეცენდენტი არ არსებობს. ეცადნენ “ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდა ბიჭები, მაგრამ პრეცენდენტი არაა მსგავსი. არავის ამის შეფასება არ უნდა. მარტო ის აინტერესებთ, რომ როგორმე დაასაბუთონ არაფორმალური მმართველობა”, – განაცხადა ექს-პრემიერმა საზოგადოებრივ არხზე გადაცემა “ინტერVIEV”-ში საუბრისას.

banner
წინა სტატიაში,,ყოფილი პრემიერ-მინისტრი არ ისმენდა ჩემს რჩევებს”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: მოვედი სფეროში, რომელიც უინტერესო იყო ჩემთვის