„პირველივე კვარტალში დავაყენებთ ვიზა ლიბერალიზაციის შესახებ წინადადებას“

ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა მისთვის დასმულ კითხვაზე, რაც საქართველოსა და უკრაინის ვიზა ლიბერალიზაციის საკითხს შეეხებოდა განაცხადა, რომ ამ საკითხზე ევროკომისიაში წინადადებას პირველივე კვარტალში დააყენებენ.

„უკრაინასთან დაკავშირებით კვლავ არის გარკვეული ვალდებულებები, რაც პრეზიდენტმა და ასევე პრემიერმინისტრმა უნდა შეასრულონ, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე მივიღებთ ანგარიშს და პირველივე კვარტალში დავაყენებთ ვიზა ლიბერალიზაციის წინადადებას“, – განაცხადა ჰანმა.

აღნიშნული ინტერვიუ ევროკომისიის ვებგვერდზე 19 იანვრით თარიღდება.

banner
წინა სტატიაშიმთავარ პროკურატურაში 12 საათზე ბრიფინგი გაიმართება
შემდეგი სტატიაუკრაინაში H1N1 ვირუსით 60-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა