პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია – ჭიჭინაძე მერაბიშვილზე

დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, განცხადება გააკეთა ვანო მერაბიშვილის გათავისფლებასთან დაკავშრებით, მისივე თქმით, მერაბიშვილის პირველივე განცხადება მიანიშნებს რომ მისი გატავისუფლება ადრეული იყო და უკან შესაბრუნებელია

”ვფიქრობ, პირველივე განცხადება მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ადამიანისთვის გარეთ გამოსვლა ადრე იყო და შესაბრუნებელია’’. დავით ჭიჭინაძე

„ეს არის კიდევ ერთხელ ქართველი ხალხის დაცინვა, როდესაც ასეთი ადამიანი გამოყავთ დ ამას პერსპექტივას უტოვებენ. ეს „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავეებთან მიმართებაში, გინდაც გიგი უგულავა იყოს. ახლა არ ვიცი, რას მოახერხებენ, იმედია მერაბიშვილს იგივე მდგომარეობაში არ ჩააყენებენ, რომ ის ისევ პოლიტპატიმრად აქციონ“ ,- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ჭიჭინაძე მიიჩნევს, რომ ის სასჯელი, რაც ვანო მერაბიშვილმა მოიხადა, საკმარისი არაა.

„ამ ადამიანებს საკმაოდ მძიმე დანაშაულებები აქვთ ჩადენილი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე და ვფიქრობ, ის სასჯელი, რაც მოიხადეს, არ არის საკმარისი, ყველა დაზარალებული ადამიანი ამ უკმარისობას გრძნობს, განიცდის“ ,- აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძის აზრით, დღევანდელი განცხადებები მიანიშნებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წარმომადგენლები კვლავ ძალადობაზე არიან ორიენტირებული.

„თუ ეს ხალხი კიდევ შეეცდება ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში მოსვლას, თან დამხობით, როგორც თვითონ ამბობენ, ვფიქრობ, ეს ყველაფერი მიანიშნებს, რომ ეს ხალხი ისევ და ისევ ძალადობისთვის არის ორიენტორებული და არა კონსტურქციული პოლიტიკური ცხოვრებისთვის. ვისაც დამხობა, ხალხზე ძალადობა უნდა, მისი ადგილი იქ არის, სადაც იყო“ ,- განმარტა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშითავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება და მჯერა, ათასობით ახალი თაობის პატრიოტთან ერთად მერაბიშვილი თავის როლს შეასრულებს ამ ბრძოლაში
შემდეგი სტატიალევან კობერიძე : დაველოდოთ, როგორ გაინაწილებენ ერთმანეთში „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ვანო მერაბიშვილს