პირველი ტრანსგენდერი აშშ-ს ჯარში

აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა პირველი კონტრაქტი გაუფორმა ტრანსგენდერს – ამის შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა დევიდ ისტბერნმა განაცხადა – Reuters-ი ავრცელებს. გასული წლის ბოლოს აშშ-ს თავდაცვის სამინსიტრომ გაავრცელა, რომ ტრანსგენდერებს იღებს ჯარში, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როცა კონტრაქტი გაფორმდა. ისტბერნმა განაცხადა, რომ ჯარისკაცს ჯერ არ დაუწყია მომზადება.

2017 წლის ივლისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტრანსგენდერებს აუკრძალა ჯარში მსახურება, მისი დადგენილება გააუქმეს ბალტიმორის, ვაშინგტონი, სიეტლისა და რივერსაიდის სასამართლოებმა.

banner
წინა სტატიაში,,ყაჩაღი იღებს ხელფასს”-ბანკის დაყაჩაღების ექსკლუზიური ვიდეოკადრები
შემდეგი სტატიადაღესტანელი მინისტრი გაუჩინარდა