პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა

პირველი თებერვლიდან ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლების, მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ამასთან მისივე თქმით, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები.

„სკოლების და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში7 მილიონი ლარი გაიფლანგა – შუშანია გელათის გადახურვაზე
შემდეგი სტატიაგივი მიქანაძე – სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ გაუსვა ხაზი, რომ რუსეთის მხრიდან ქართველების ეთნიკური წმენდა განხორციელდა