სხვადასხვა ქსელში უკვე გაჩნდა რუსეთის აეროდრომ “Белая”-ზე შეტევის შემდეგ გადაღებული თანამგზავრული ფოტოები, სადაც კარგად ჩანს ირკუტსკის ოლქში მდებარე ამ აეროდრომზე განთავსებული დაზიანებული რამდენიმე Ту-95МС და კიდევ რამდენიმე დაზიანებული სამხედრო თვითმფრინავი.
ფოტო კომპანია Umbra-მ გადაიღო და გამოაქვეყნა. ის გადაღებულია 1 ივნისს, აეროდრომებზე შეტევის შემდეგ.