პირველი სექტემბრიდან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურა დაიკლებს

პირველი სექტემბრიდან, კვირის განმავლობაში, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში, 27-29 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 28-30 გრადუსამდე.

პირველ და ორ სექტემბერს, მოსალოდნელია ქარის გაძლიერება დასავლეთის მიმართულებით. რაც შეეხება მთლიანად სექტემბრის თვეს, მეტეოროლოგის თქმით, ამინდების არამდგრადობა შენარჩუნდება და აგვისტოსთან შედარებით, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიწევს.

banner
წინა სტატიაშიპაატა ბურჭულაძემ მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა
შემდეგი სტატიასაქართველოს სახალხო დამცველი მთავრ პროკურატურას და შს სამინისტროს მიმართავს