პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში კი საავადმყოფო შესაძლოა, 16-მა პირმა დატოვოს

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ამ დროისთვის 105 პაციენტი იმყოფება, აქედან 86 კორონავირუსით ინფიცირებულია.

კლინიკიდან დღეს „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებული ერთი პაციენტი ეწერება, უახლოეს მომავალში შესაძლოა, საავადმყოფო კიდევ დაახლოებით 16-მა პაციენტმა დატოვოს.

კლინიკის ექიმის ლევან რატიანის განცხადებით, მათი პირველადი ტესტის პასუხი უარყოფითია და განმეორებითი კვლევის შედეგებს ელოდებიან.

„დღეს ეწერება ერთი პაციენტი. გუშინ გაგზავნილი იყო რამდენიმე ათეული და მოვიდა უარყოფითი პირველადი. გაგაზვნილია დღეს მეორადი და ველოდებით პასუხს. ალბათ 15-16 პაციენტი დატოვებს კლინიკას იმ შემთხვევაში, თუ უარყოფითი პასუხები მოვიდა“, – განაცხადა რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიმარნეულის „ჯეოჰოსპიტალსში“ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაპირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამშრომლებს პისიარ ტესტირება ჩაუტარდათ, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა