პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, კლინიკაში კიდევ 2 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა Facebook-ზე ავრცელებს.

„29 მაისის მონაცემებით ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 14 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 6 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 1 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 13, გამოჯანმრთელდა 2 პაციენტი“, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა განახლდა
შემდეგი სტატიააშშ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებს