“პირველი რესპუბლიკის” სახელობის ბაღში “დროის კაფსულა” შეინახეს

premieri1პროექტ ” დროის ამბავის” ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და მთავრობის წევრებმა “დროის კაფსულის” შენახვაში მიიღეს მონაწილეობა.

კაფსულაში პროექტის მონაწილე ახალგაზრდების ჩანახატები,სურვილები და ოცნებებია, თუ როგორი წარმოუდგენიათ საქართველო 25 წლის შემდეგ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლის თავზე.

დროის კაფსულა “პირველი რესპუბლიკის” სახელობის ბაღის წინ ჩაიდო. იმ ადგილას კი, დგას სტენდი ასეთი ტექსტით – “ეს ადგილი ინახავს “დროის კაფსულას”. როგორი არის საქართველო 2016 წელს და როგორი წარმოგვიდგენია ის მომავალში. კაფსულა ჩაიდო 2016 წლის 26 მაისს და გაუხსნება 2041 წლის 26 მაისს. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან 50 წლისთავზე.”

 

„ეს იყო წარმატებების წლები იყო მარცხიც, იყო სამოქალაქო ომიც, იყო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაც, მაგრამ საბოლოო ჯამშ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ღირსეულად გაიარა ეს 25 წელი. ჩვენ ავაშენეთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა. ჩვენ გვაქვს დღეს მკაფიო მიზნები, რომლის გარშემო მთელი ერი უნდა გაერთიანდეს. ჩვენ უნდა დავანებოთ თავი ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, უნდა გავერთიანდეთ და მთლიანად გავიმსჭვალოთ სიყვარულით და ერთად ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო არის პატარა ქვეყანა და ერთადერთი რაც გადაარჩეს ეს არის ერთიანობა.

„სწორედ ეს არის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ გავერთიანდეთ მკაფიო მიზნების გარშემო. სწორედ ამას ემსახურებოდა აი, ამ კაფსულის შენახვა 25 წლით. ჩვენმა ბავშვებმა დააფიქსირეს საკუთარი სურვილები საქართველოს გაერთიანებაზე”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დააკაონ