“პირველი, რაც მახსენდება, ეს 9 აპრილია” – აქციას ლანა ღოღობერიძე შეუერთდა

გასულ წელს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების საკანდალმა ლანა ღოღობერიძეს 1989 წლის 9 აპრილის მოვლენები გაახსენა.

ცნობილი ქართველი რეჟისორი, თბილისში მიმდინარე ფართომასშტაბიან აქციას შეურთდა, სადაც მოქალაქეები ითხოვენ პასუხს, რა ნივთიერება გამოიყენა შსს-მ 2024 წლელს მათ წინააღმდეგ:

“პირველი, რაც მახსენდება, ეს 9 აპრილია, როცა ეს რაღაც უცნაური არსებები ჩვენსკენ ჯერ ტანკებით წამოვიდნენ, შემდეგ მე და ჩემს ქალიშვილს ნიჩბებით გამოგვეკიდნენ. მაშინ ის მომწამვლელი გაზი შოკი იყო. საბოლოოდ იძულებული გახდნენ, ეთქვათ, რა გამოიყენეს. დღეს ამ ყველაფერს ვერ ვეგუები, ძნელია დაუშვა, შენი ხელისუფლება იბრძვის საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ”- თქვა კინორეჟისორმა.

“რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება” – თბილისში ამ სლოგანით, ამ წუთებში, აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.

მოქალაქეები, რომლებიც თავდაპირველად ფილარმონიასთან შეიკრიბნენ, მსვლელობით პარლამენტთან მიემართებიან. აქციის მონაწილეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭავლში, რითაც პოლიციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქცია დაშალა.

აქციის მონაწილეები არ ენდობიან ადგილობრივ გამოძიებას.

banner
წინა სტატიაში“სუს-ის გამოძიება არის აბდაუბდა” – სალომე ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიააქციის მონაწილეებმა კანცელარიასთან გადაინაცვლეს – ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც