პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული სპექტაკლი ფინანსური განათლების შესახებ

თიბისის ფინანსური განათლების ფარგლებში, გურჯაანსა და თელავში,
ბავშვებისთვის, ფინანსური განათლების შესახებ ინტერაქციული სპექტაკლები
ჩატარდა.

მოზარდებისთვის ფინანსურ თემაზე შექმნილი თეატრალური წარმოდგენა
„თამაშობანასთან“ ერთად შეიქმნა და მიზნად ისახავს დაწყებითი საფეხურის
მოსწავლეების ცოდნის ამაღლებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა:
დაზოგვა, მეწარმეობა, ფინანსური მიზნები და ფინანსური უსაფრთხოება

„წინ და წინ: ფინანსობანა" პირველი ქართული საბავშვო ინტერაქციული
სპექტაკლის III-VI კლასების მოსწავლეებისათვის და  ფინანსური განათლების
შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. თეატრალური
წარმოდგენები სულ  საქართველოს 7 ქალაქში  ჩატარდა და მას 1000-ზე მეტი
მოსწავლე დაესწრო.

სპექტაკლი საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა
„ფინედუს” ორგანიზებით, პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, კომპანია
„თამაშობანასთან” ერთად შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანელი პარლამენტარი ჯეიმს მაკკლირი – საქართველოდან ნამდვილად შოკისმომგვრელი ამბავია – ისინი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებენ
შემდეგი სტატიაარ გამოგრჩეთ საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანია – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი