“პირველი პასუხი უნდა იყოს, სწორედ, უსაფრთხოების პრევენცია” – თინა ხიდაშელი

ბრიუსელში მომხდარი ტერორისტული აქტების შესახებ კომენტარი გააკეთა თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელმა პრესკონფერენცია ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაურთან, გენერალ ფილიპ ბრიდლავთან ერთად გამართა.

მისი განცხადებით, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ევროპამ უნდა ჩაკეტოს საზღვრები იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სურს გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

“პირველი პასუხი უნდა იყოს, სწორედ, უსაფრთხოების პრევენცია. უნდა იყოს ღონისძიებები ერთიანი ევროპის მხრიდან, რომელიც შესაძლებლობას მოუსპობს ტერორისტებს ასე უპასუხოდ დარჩეს მათი მოქმედებები. მაგრამ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი და მთავარი არის ის, რომ პასუხი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოიცავდეს იმას, რის გამოც ტერორიზმი მძვინვარებს დღეს მსოფლიოში, არ უნდა მოიცავდეს თავისუფლების შეზღუდვას, საზღვრების ჩაკეტვას, არ უნდა გულისხმობდეს იმას, რომ ჩვენმა თავისუფლებამ, თავისუფლების საზღვრების გაფართოებამ დაგვაყენა ამ საფრთხის წინაშე,” – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

banner
წინა სტატიაშიგალის ქართულ სკოლებში ქართულად სწავლების აკრძალვამ თავისი პირველი შედეგები უკვე გამოიღო
შემდეგი სტატიათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ჯგუფები განათლების მინისტრს ხვდებიან