“პირველი მოსმენის შემდეგ რამდენიმე დღეს მოვიგებთ, რათა ხელისუფლებამ 8 მარტის შეთანხმება შეასრულოს და გიორგი რურუა გაათავისუფლოს”

„ევროპული საქართველო“ დღეს მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, პირველი მოსმენით და არა მეორე და მესამეთი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაზე საუბრისას განაცხადა.

„ევროპული საქართველო“ დღეს მხარს დაუჭერს პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ ხაზს ვუსვამ, პირველი მოსმენით და არა მეორე და მესამეთი. ვინაიდან, 8 მარტის შეთანხმება არ გახლავთ შესრულებული და მეორე და მესამე მოსმენაზე ჩვენი პოზიცია დამოკიდებული იქნება იმაზე, შესრულდება თუ არა 8 მარტის შეთანხმება და გათავისუფლდება თუ არა გიორგი რურუა. მაგრამ დღევანდელი ხმის მიცემით, ჩვენ ვიგებთ ორ ამოცანას. ამოცანა პირველი, ჩვენ არ მივცემთ საშუალებას „ქართულ ოცნებას“ ნოემბრის სცენარი გაიმეოროს და მეორე, პირველი მოსმენით გატანით ჩვენ მოვიგებთ გარკვეულ პერიოდს, მინიმუმ რამდენიმე დღეს, რომლის განმავლობაშიც გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან, რათა ხელისუფლებამ შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გიორგი რურუა გაათავისუფლოს. დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორი გადაწყვეტილება. ამის შემდეგ პასუხისმგებლობა არის მთლიანად ხელისუფლების მხარეს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა ოქრიაშვილი-რამდენადაც ვიცი, ვარ ერთადერთი დეპუტატი უმრავლესობიდან, ვინც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ უჭერ
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – არ ვიცი, რამდენი ამომრჩეველი ეყოლება გიორგი მარგველაშვილს, მაგრამ გუშინ ძალიან უზნეო ტყუილი თქვა