პირველი მარსმფრენის წარმატება

დედამიწაზე პირველი მექანიზირებული ფრენებიდან 100 წლის შემდეგ იგივე მიღწევა სხვა პლანეტაზე განხორციელდა. მარსის ზედაპირზე საფრენი აპარატი Ingenuity დაჯდა, მას “ნასას” ინჟინრები დედამიწიდან მართავდნენ. აპარატმა ვერტიკალური ფრენა განახორციელა და ზედაპირიდან 3 მეტრზე ავიდა – 19 აპრილს აშშ-ს აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ გაავრცელა. ექსპერტების თქმით, მარსმფრენის ტექნიკა, მარსის ატმოსფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, უკიდურესად რთულია. ვარაუდობენ, რომ დრონის მსგავსი ვეტმფრენი Ingenuity მარსს ერთი თვის მანძილზე ხუთჯერ შემოუფრენს. ვეტმფრენის წონა 1,8 კგ-ია, შეუძლია წუთში 2400 ბრუნი გააკეთოს, ეს 5-ჯერ მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი ვეტმფრენის შესაძლებლობა. გამოგონება დაახლოებით 82 მილიონი ევრო დაჯდა – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიგურჯაანის მუნიციპალიტეტში საფლავები მეორედ გაძარცვეს
შემდეგი სტატიასერიული მკვლელია – ახალდაბაში მომხდარი მკვლელობის დეტალები