პირველი ლედი გაერო-ს ბავშვთა ფონდის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა გაეროს ბავშვთა ფონდის – Unicef-ის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც დღეს თბილისის ისტორიის მუზეუმ ქარვასლაში გაიმართა.

გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში, ლაილა ომარ გადიმ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

ლაილა ომარ გადიმ პირველ ლედის მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და ორგანიზაციის საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საიუბილეო საღამოში ლიტერატურულ კამპანიაში „პატარა ისტორიები“ ჩართულმა მწერლებმა და ბავშვთა პარაორკესტრმა მიიღეს მონაწილეობა.

მაკა ჩიჩუამ ღონისძიების ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა დაათვალიერა და ბავშვებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის ელჩის მოადილე: დარწმუნებული ვარ, უვიზო მიმოსვლა უახლოეს მომავალში გახდება შესაძლებელი
შემდეგი სტატია2017 ბიუჯეტის პროექტს დღეს საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას წარუდგენენ