“პირველი ინსტანცია ვერ მოვიგეთ იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური ნება”

სააპელაციო სასამართლო „ლეიბორისტული პარტიის“ სარჩელს განიხილავს. შრომის პარტია პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე მხარეს საარჩევნო პროცესში გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით უარი ეთქვა.

საუბარია ისნის 38-ე საარჩევნო უბანზე დაფიქსირებულ შემთხვევაზე, როდესაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაცვლად, ხმას – ლეიბორისტების მტკიცებით – უკანონოდ სხვა პირები აძლევდნენ.

ადვოკატის განცხადებით სასამართლოს აქვს ყველა სამართლებრივი საფუძველი იმისთვის, რომ ეს სარჩელი დააკმაყოფილოს.

„საერთოდ საარჩევნო დავები, გადაწყვეტილება ძირითადად დამოკიდებულია პოლიტიკურ ნებაზე. პირველ ინსტანციაში მე დარწმუნებული ვარ, ვერ მოვიგეთ პროცესი იმიტომ, რომ არ იყო პოლიტიკური ნება. საინტერესოა სააპელაციო სასამართლო რას გადაწყვიტავს. იმ შემთხვევაში თუ გვექნება საქმე სამართლიან სასამართლოსთან ბუნებრივია ჩვენი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს,“-განაცხადა ადვოკატმა მარინა ცუცქირიძემ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა მისი საქართველოში ექსტრადირების პროცესი დაიწყო
შემდეგი სტატიაესპანეთის ხელისუფლება კატალონიის ავტონომიის უკვე ყოფილ პრეზიდენტს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას სთავაზობს