პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა

საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს ტელევიზია ავრცელებს.

საქართველოს პირველი არხის ცხელ ხაზზე ცოტა ხნის წინ შემოვიდა ზარი ბომბის არსებობის შესახებ. ამის გამო, საქართველოს პირველი არხის შენობიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა. არხის ადმინისტრაციამ მიმართა შსს-ს და ამ დროისთვის, საქართველოს პირველი არხის შენობაში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, – წერია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიგულწრფელად ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს – ფაშინიანი შატილის ტრაგედიაზე
შემდეგი სტატიამესხიშვილი- 1 წელში გზაზე დაღუპულთა რაოდენობა 30 წელში სტიქიაში დაღუპულთა ოდენობაზე მეტია