“პირველი არხის” ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეებს 20:00 საათზე პირდაპირ ეთერს დაპირდა

პირველი არხის ხელმძღვანელობა აქციის მონაწილეების ერთ მოთხოვნას დათანხმდა. ადგილზე შეკრებილებმა დაპირება მიიღეს რომ 20:00 საათისთვის დაიგეგმება ეთერი და მათ საშუალება ექნებათ ისაუბრონ.

შეგახსენებთ, დაახლოებით 1 საათის განმავლობაში ტელევიზიის შენობასთან ხმაური იყო. ადამიანები, რომლებიც ე.წ. ხელისუფლების მხრიდან საგარეო კურსის შეცვლას აპროტესტებენ ხალხის ფულით დაფინანსებული ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკას აპროტესტებდნენ. მათი მოთხოვნა იყო თინათინ ბერძენიშვილისა და ვასილ მაღლაფერიძის გადადგომაც.

banner
წინა სტატიაში163 სოციალური მუშაკი “ოცნების” ანტიევროპულ გადაწყვეტილებას ემიჯნება
შემდეგი სტატიანოდარ ჩაჩუამ საზოგადოებრივი მაუწყებელი დატოვა