პირველი არხის ახალი შენობა პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება

პირველ არხს ახალი შენობის ასაშენებლად პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე არსებულ მიწის ნაკვეთს გადასცემენ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ და მენეჯმენტმა ეკონომიკის სამინისტროს მიწის ნაკვეთის გამოყოფის თხოვნით მიმართეს. უწყებამ პირველ არხს პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შესთავაზა. შეთავაზებას სამეურვეო საბჭოს 9 წევრიდან 7 დაეთანხმა, 2-მა თავი შეიკავა.

შენობა 3 წელიწადში აშენდება. პროექტი კონკურსის შედეგად შეირჩა.

საზოგადოებრივი მაუწყებელი კოსტავას ქუჩაზე არსებული ქონების გასხვისების შედეგად მიღებულ თანხას ახალი შენობისთვის და ტექნიკური გადაიარაღებისთვის გამოიყენებს.

banner
წინა სტატიაში“ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში მმართველი გუნდი იკრიბება
შემდეგი სტატიაიანოშ ჰერმანი – ევროკავშირის დახმარება მრავალი ქართველის ცხოვრებაზე დადებით გავლენას ახდენს