ფიზიკური დაპირისპირება სასულიერო პირებს შორის – “პირველების” წყაროს ინფორმაციით, მღვდლებმა ერთმანეთი ბაგრატის ტაძარში სცემეს.
ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ძალადობის ორგანიზებაში ერთ-ერთი მიტროპოლიტია ბრალდებული, რომელიც ერთ-ერთი ვერსიით, ფიზიკურად მღვდელმონაზონს გაუსწორდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარჩევა სასულიერო პირებს შორის ფინანსების გამო დაიწყო და საქმეში საბოლოოდ ე.წ. შავი სამყაროც კი ჩაერია.
“პირველებს” ბაგრატის ტაძარში უდასტურებენ, რომ ინციდენტი ნამდვილად მოხდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან ყველა თავს იკავებს.
ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთი მღვდელმსახური კი ჩვენთან საუბარში ამტკიცებს, რომ ტაძარში დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია.
“დამერწმუნეთ, არავის არ ვუცემივარ. ახლა ქუთაისში არ ვარ, დედაქალაქში ვარ რაღაც საყიდლებზე წამოსული და რომ ჩამოვალ, შეგიძლიათ ვიზუალურადაც დამათვალიეროთ, რომ ნაცემი არ ავრ”, – აცხადებს ერთ-ერთი მღდელმსახური.
“პირველებმა” გაარკვია, რომ პოლიციას არცერთმა მხარემ არ მიმართა და არაოფიციალური ვერსიით, ახლა სასულიერო პირები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების ვერდიქტს ელოდებიან.
წყარო “პირველებს” ასევე უყვება, რომ აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ერთ-ერთი მღვდელმსახური დასაჯეს და ბაგრატის ტაძრიდან სხვაგან, ერთ-ერთი სოფელის ტაძარში გადაიყვანეს.
წყარო: ტვ პირველი