„პირველადი მონაცემებით, ქართველი სამხედროების მხრიდან ძალდობის ფაქტი არ დასტურდება“

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა, შენარჩუნდეს.

ცენტრალურ აფრიკაში სამშვიდობო მისიის შესრულებისას, ქართველი სამხედროების მიერ არასრულწლოვნების შესაძლო გაუპატიურების შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ანგარიშის შეფასებისას თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სამინისტროს ამოცანაა ეს ყველაფერი დრულად გაირკვეს.
„ძალიან ადრეა იმაზე საუბარი დადასტურდა თუ არა ეს ფაქტი. ჩვენ ეს ინფორმაცია გასულ კვირას მივიღეთ. არაფერ მსგავსზე, არცერთ დოკუმენტში საუბარი არ ყოფილა. ყველას გაქვთ, უამრავი მადლობის დოკუმენტი ნანახი, რომელიც ქართველი კონტიგენტის ცენტრალურ აფრკაში საქმიანობას შეეხებოდა. მე ამ ინფორმაციის მიღებისთანავე მივეცი დავალება სამხედრო პოლიციას გამოძიების დაწყებბის თაობაზე. ეს გამოძიება გასულ კვირას დაიწყო, მაშინვე ჩამოვაცილეთ თანამდებობას პირები, რომლებიც უშუალოდ კურირებდნენ ამ საკითხს 2014 წელს. მათ შორისაა გენერალური შტაის უფროსის მოადგილე , რომელიც მისიას ხელმძღვანელობდა. ჩამოცილება მოხდა იმ მიზნით, რომ ვინმემ გავლენა არ მოახდინოს გამოძიბაზე. პირველადი მონაცემებით, არავითარი ძალადობა, სისხლის სამართლის დანაშაულთან ახლოს მყოფიც კი არ ჩანს. არცერთი მტკიცებულება ან კონკრეტული დოკუმენტი არ მიგვიღია გაეროდან, არის მხოლოდ ის პრესრელიზი, რომელიც ვნახეთ. ჩემი უპირველესი ამოცანაა, რომ ასეთი შემთხვევებით და განცხადებებით, ჩრდილი არ მიადგეს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. მნიშვნელოვანია, რომ ის სახელი და პრესტიჟი, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში აშენა ქართულმა ჯარმა, შენარჩუნდეს. თუკი დადასტურდა, რომ ვინმემ ჩაიდინა, რაიმე იმასთან ახლოს მყოფიც კი, რაზეც საუბარია გაეროს პრესრელიზში, კანონის უმკაცრესი მოთხოვნით დაისჯება. სწორედ იმისთვის, რომ ერთი ან ორი ადაიანის მოქმედება მთელ დანარჩენ შეიარაღებულ ძალებზე არ გავრცელდეს. ამ წუთის მდგომარეობით, ყველა ადამიანი 160 -დან ვინც ცენტრალურ აფრიკაში იმყოფებოდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათ ოჯახები ჰაყვთ, მეგობრები, აქვთ საკუთარი სახელი და არაინ ძალაინ წარმატებული სამხედროები, არცერთი წამით არ მინდა იმის დაშვება, რომ ვინმე ოდესმე გაბედავს მათ კოლექტიური ბრალი დასდოს. ჩვენი ამოცანაა ეს ყველაფერი დროულად გაირკვეს და დიდი ხანი არ დასჭირდება ამ საკითხს წერტილი დაესვას“, – განაცხადა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უწყებაში საკუთარ საქმიანობას 6 პირი ჩამოშორდა.

banner
წინა სტატიაში“საუბარი იყო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის შემდგომ განმტკიცებაზე”
შემდეგი სტატია“დარწმუნებული ვარ, რომ პანკისში სამართალდამცველები სიტუაციას ბოლომდე აკონტროლებენ”