პირველადი მონაცემებით, ხაშურში “მრეწველების” კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს

პირველადი მონაცემებით, ხაშურში არჩევნების მეორე ტურში პარტია “მრეწველების” კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს. ნოზაძის განცხადებით, დათვლილია საარჩევნო უბნების უმრავლესობა და თითქმის ყველა უბანზე არჩევნებს დამაჯერებლად იგებს.

“უბნების უმრავლესობის შედეგები ვიცით და ამ უბნებში დიდი უპირატესობით მოვიგე. მხოლოდ სამი უბანი წავაგე, სულ მცირე სხვაობით. სულ 52 უბანია, მინიმუმ ნახევარი ამ ეტაპზე მოგებული მაქვს. წინასწარ არაფერს ვიტყვი მაინც, თუმცა გამარჯვებას ველოდები”, -განაცხადა ნოზაძემ.

ხაშურში არჩევნების მეორე ტურში სიმონ ნოზაძის კონკურენტი “ქართული ოცნების” კანდიდატი ვალერი გელაშვილი იყო.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში ხმების დათვლის პროცედურა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგანმუხურის 39-ე უბანზე ერთ-ერთი დამკვირვებელი ხმების დათვლის პროცესს ფარულად იღებდა