პირველადი მონაცემებით, კასპში არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი ლიდერობს

კასპში, პირველადი მონაცემებით არჩევნების მეორე ტურში “ქართული ოცნების” კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი ლიდერობს. როგორც “ქართული ოცნების” კასპის საარჩევნო შტაბში განაცხადეს, ამ ეტაპზე 40 უბნიდან 38 უბნის შედეგია ცნობილი და ყველგან ირაკლი მეზურნიშვილმა გაიმარჯვა.

“კასპში 40 საარჩევნო უბანია. 38 უბანში მოიგო ირაკლი მეზურნიშვილმა. ჯერჯერობით ორი უბნის შედეგი არ ვიცით. თუმცა, ეს ორი უბანი არჩევნებზე გავლენას ვეღარ მოახდენს. ვვარაუდობთ, რომ ხმების მინიმუმ 70 %-ს აიღებს ირაკლი მეზურნიშვილი”, – განაცხადა “ქართული ოცნების” კასპის ორგანიზაციის პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ილურიძემ.

კასპში არჩევნების მეორე ტურში ირაკლი მეზურნიშვილის კონკურენტი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ნუგზარ ნონიაშვილი იყო.

banner
წინა სტატიაში(video) დავით კირკიტაძე არჩევნების შედეგებს აფასებს
შემდეგი სტატიასუბარის განცხადებით, მარნეულში „ოცნების“ კანდიდატი 70%-იანი უპირატესობით იგებს