პირველადი დამკვეთი კადიროვია: გვარამია

ვასამბეგ ბოკოვს, რომელიც გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკვლელობის მონაწილეა, გიორგი გაბუნია დღეს პირველად შეხვდა. პროცესზე იმყოფებოდა და ჩვენება მისცა ასევე, მთვარი არხის გენდირექტორმა ნიკა გვარამიამ.

“ძალიან უსიამოვნოდ გამოვედი, რაღაცნაირი ხმით იჯდა (ბოკოვი)… აი, ასე წარმომიდგენია ქილერი.არა მაქვს კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით,. ეს კაცი შეკვეთილი მკვლელია თუ არა – დარწმუნებული ვარ ამაში. შემკვეთი არის ჩეჩნეთის ლიდერი კადიროვი, მაგრამ სუსს აქვს ზუსტი ინფორმაცია იმაზე, რომ კვალი ადის პუტინამდე და აღარ იცის, რა ქნას. სუსში ზუსტად იციან, რომ კადიროვი არის პირველადი დამკვეთი, მაგრამ აქვთ ინფორმაცია, აქვთ ჩვენებები, რომ კადიროვის დამკვეთი არის თავად პუტინი,” – თქვა ნიკა გვარამიამ პროცესის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიას დაგეგმილი მკველობის საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში დღეს დაიწყო. პროცესს თავად ვასამბეგ ბოკოვიც ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაში“დაგუგლეთ, ზამთრის კურორტების მქონე ცნობილ ქვეყნებში საბაგირო გზა თუა გახსნილი”
შემდეგი სტატიათალაკვაძე – დავით გარეჯის საქმეში ვერანაირი პოლიტიკური ჩარევა ვერ მოხდება