პირველად ვერსიაში, რაც სამოქალაქო სექტორმა შემოგვთავაზა, იყო ორმაგი 2/3- ის პრინციპი, რაც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციაშიც და უმრავლესობაშიც უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს ომბუდსმენის ახალ კანდიდატს – ვაშაძე

პირველად ვერსიაში, რაც სამოქალაქო სექტორმა შემოგვთავაზა, იყო ორმაგი 2/3- ის პრინციპი, რაც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციაშიც და უმრავლესობაშიც უმრავლესობამ მხარი უნდა დაუჭიროს ომბუდსმენის ახალ კანდიდატს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ომბუდსმენის მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩევის საკითხთან დაკავშირებით, რაც ევროკომისიის ერთ- ერთ რეკომენდაციას წარმოადგენს, ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, როგორი უნდა იყოს პროცედურა ჯერ ამაზე არც თავად აქვს ჩამოყალიბებულო აზრი და არც შეჯერებული პოზიცია არსებობს.

“ჩვენ გავიარეთ ეს ვარიანტიც, ის, რაც წინა შერჩევის დროს იყო, სხვა ვარიანტებიც, მე ვერ გეტყვით ჯერ ჩემს შინაგან პოზიციას, რომელს ვუჭერ მხარს. დრო ყველას გვჭირდება გააზრებისთვის. ალბათ ოთხშაბათს იქნება ომბუდსმენთან დაკავშირებით შეხვედრის მორიგი რაუნდი და იმედი მაქვს, ამ დროისთვის მეტად შევჯერდებით პოზიციაზე. დღეს იყო უბრალოდ, ყველა იდეის წარდგენა,”- განაცხადა ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშილიეტუვამ რუსეთის პატრიარქ კირილს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა
შემდეგი სტატიაადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა