პირველად საქართველოში! – პროექტი HIGHLANDER – მთამსვლელებისა და უბრალოდ, ლაშქრობის მოყვარულებისთვის

15 ქვეყანა, 30 განსხვავებული ლოკაცია და ათასობით მონაწილე – HIGHLANDER გრძელ დისტანციაზე ლაშქრობის გლობალური სერიის ღონისძიებებს წარმოადგენს, რომელშიც წელს, პირველად, საქართველოც ჩაერთვება და 25-27 აგვისტოს, ადგილობრივ თუ საერთაშორისო სტუმრებს სვანეთში, მესტიაში უმასპინძლებს.პროექტის მიზანია ლაშქრობის, როგორც ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, რეგიონში ეკომეგობრული და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებების გამართვის ხელშეწყობა.

HIGHLANDER სვანეთი, საქართველოს ღონისძიება ხორციელდება ევროკავშირის, შვედეთისა და ავსტრიის ხელშეწყობით, პროექტ GRETA-ს ფარგლებში. პროექტის პარტნიორები, აგრეთვე, არიან საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია და სვანეთის ადგილის მართვის ორგანიზაცია.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა ქარელში ახალი საცურაო აუზი დაათვალიერა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნება” ივანიშვილიდან დაწყებული ხელისუფლების ოფიციალური პირების ქმედებებით დამთავრებული ყველაფერს აკეთებს, რომ ევროკავშირმა უარი გვითხრას – ვაშაძე