პირველად საქართველოში – ”განათლების რეგიონალური გამოფენა 2015”

პირველად საქართველოში - ”განათლების რეგიონალური გამოფენა 2015”

პირველად საქართველოში – ”განათლების რეგიონალური გამოფენა 2015”, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, საქართველოში აკრედიტირებულმა 13-მა უნივერსიტეტმა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო: დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემია; შსს აკადემია; აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი; გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ალმა მატერი; დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი; საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ; საქართველოს უნივერსიტეტი; ნიუ ვიჟენ-უნივერსიტეტი; ქართულ–ევროპული უმაღლესი სასწავლებელი; შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
გამოფენის ორგანიზატორი არის ”კავშირი განათლების განვითარებისათვის”, გამოფენის ორგანიზატორის ნინო გორგაძის განცხადებით: ”გამოფენის უმთავრესი მიზანია რეგიონების მოსახლეობას, კერძოდ, პოტენციურ სტუდენტებს (აბიტურიენტებს) გააცნოს საქართველოში არსებული უნივერსიტეტების სასწავლო პროგრამები, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ პირისპირ ესაუბრონ უნივერსიტეტების წარმომადგენლებს და მიიღონ ყველა საინტერესო ინფორმაცია და რჩევა. გამოფენა ჩატარდა საქართველოს ხუთ ქალაქში: რუსთავი, თელავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი; 2015 წლის 16-20 ნოემბერს. ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება, მომავალმა სტუდენტმა გააკეთოს მისთვის საუკეთესო არჩევანი”.
”თაიმერი” გთავაზობთ გამოფენის ფოტოკოლაჟს.

ფოტოები მოგვაწოდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა

gamofena 1 gamofena 2 პირველად საქართველოში  - ”განათლების რეგიონალური გამოფენა 2015” gamofena 4 პირველად საქართველოში  - ”განათლების რეგიონალური გამოფენა 2015” gamofena 6 Изображение 209 Изображение 235 Изображение 291 gamofena 7

banner
წინა სტატიაშინარმანიამ თუმანიანის ქუჩაზე ერთი რეაბილიტირებული სახლი დაათვალიერა
შემდეგი სტატია,,საკანონმდებლო ცვლილებებისა და დაფინანსების გაზრდის გარეშე პროკურატურაში რეფორმები ვერ განხორციელდება”