პირველად საქართველოს ისტორიაში მარიამ დავითიძემ, ნიკა კობოსნიძემ, არჩილ ციმაკურიძემ და მარი წიკლაურმა Fia Motorsport Games 2022-ზე, ერთ-ერთ დისციპლინაში – 4-საათიან კარტინგ ენდურანსის რბოლაში უპრეცედენტო წარმატება მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლამდე მათ სულ რაღაც 6 წამი დააკლდათ.
ფედერაციის ყველაზე პატარა წევრი მარიამ დავითიძე 18 წლისაა. მან ერთი კვირით ადრე გერმანიაში, ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი აიღო.

















