“პირველად, რაც მე სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე ვარ, ღრმა სინანულის განცდა მაქვს”

ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში მასშტაბური სამხედრო საველე წვრთნები არის ძალის დემონსტრირება და შანტაჟი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით საკუთარ განცხადებას ნანობს.

ზაქარეიშვილის თქმით, ის მეტი ყურადღებით უნდა მოკიდებოდა საკუთარ სიტყვებს.

“ხურჩაში რაც მოხდა, ეს არის საშინელი მკვლელობა. საერთოდ, ნებისმიერი სახელმწიფო მოხელე, მაღალი რანგის მითუმეტეს, ვიდრე ის თავის სტატუსშია და ბუნებრივია, მე ამ კატეგორიას ვეკუთვნი, მეტი ყურადღებით უნდა აკვირდებოდეს თავის სიტყვებს. მიმაჩნია, რომ პირველად, რაც მე სახელმწიფო მინსიტრის თანამდებობაზე ვარ, მაქვს განცდა ღრმა სინანულისა. ჩემი სიტყვები სწორად კი არ იყო გაგებული, ნათქვამი არ იყო სწორად. მინდა სინანული გამოვხატო განსაკუთრებით, გიგა ოთხოზორიას ოჯახის მიმართ, რომლებაც შეიძლება ჩემი სიტყვები მტკივნეულად აღიქვეს”, – განაცხადა ზაქარეიშვილმა.

ცნობისათვის, განცხადება, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ნანობს, მან 21 მაისს გააკეთა. კერძოდ, მინისტრმა განაცხადა, რომ ხურჩაში მომხდარი მკვლელობა მოქმედი ხელისუფლების პერიოდში პირველი მსხვერპლია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ერთადერთი იყოს.

“ეს ჩვენი ხელისუფლების პერიოდში პირველი მსხვერპლია, რაც რა თქმა უნდა, ეჭვქვეშ აყენებს იმ სამშვიდობო პოლიტიკას, რაც ამდენ ხანს ხორციელდებოდა. ჩვენ სამშვიდობო პოლიტიკას არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ, მაგრამ მკაცრად და მკაფიოდ მოვითხოვთ, რომ ის ადამიანი დაისაჯოს. ეს საშინელი მკვლელობაა, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არანაირად არ არის. ჩვენდა საუბედუროდ, გამონაკლისი მკვლელობა მოხდა. ეს არ არის სისტემური ხასიათის. რაც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო, ის არ მეორდება“, – აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის გიგა ოთხოზორია ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში 19 მაისს, ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მოკლეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურამ ოთხოზორიას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რაშიდ კანჯიოღლის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძეს ხვდება
შემდეგი სტატიაევროკავშირმა საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების რატიფიცირების პროცედურა დაასრულა