პირველად იტალიაში მერად ტრანსგენდერი აირჩიეს

იტალიაში, პატარა ქალაქ ტრომელოში, რომელიც ლომბარდიაში მდებარეობს, ქალაქის მერად ტრანსგენდერი ჯანმარკო ნეგრი (Gianmarco Negri) აირჩიეს – Corriere Della Sera ავრცელებს.
40 წლის ადვოკატი ჯიანმარკო ნეგრი ხუთი წლის წინ ქალი იყო, სახელად მარია. ნეგრი ცნობილი ადვოკატია, ის სექსუალურ უმცირესობებს იცავს. ტრომელოში, სადაც 4 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მას ნდობა ადგილობრივების 37,5%-მა გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის ექს-პრემიერი სილვიო ბერლუსონი ევროპარლამენტში აირჩიეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი გაცილებით უფრო ახლოს იქნება საქართველოსთან