პირველად ავსტრიის ისტორიაში კანცლარი ქალი გახდება

ავსტრიის პრეზიდენტი ალექსანდრ ვან დერ ბელენი “უახლოეს დღეებში” 69 წლის ბრიგირ ბირლიაინს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობს, გარდამავალ პერიოდში ქვეყნის კანცლარად დანიშნავს – 30 მაისს სააგენტო Reuters-ი წერს. ბირლიაინი ქვეყნის ხელმძღვანელ პოსტზე მინიმუმ სექტემბრამდე დარჩება, მანამდე, სანამ ავსტრიაში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. მას უკვე დაევალა ახალი კაბინეტის შექმნა. ბრიგიტ ბირლიაინი პირველი ქალია, რომელიც ავსტრიაში კანცლერის თანამდებობას დაიკავებს.

შეგახსეენბთ, რომ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა სამშაბათს, 28 მაისს ოფიციალურად დაითხოვა ყოფილი კანცლერის სებასტიან კურცის მთავრობა, რომელსაც მანამდე პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა.
ყოფილი კაბინეტის ყველა წევრი, გარდა კურცისა, პრეზიდენტის განკარგულებით, მოვალეობას შეასრულებენ მანამდე, სანამ გარდამავალი მთავრობა ჩამოყალიბდება. იგეგმება, რომ ამას მინიმუმ ერთი კვირა დასჭირდება.
ავსტრიის მთავრობაში სამთავრობო კრიზისი ვიცე-კანცლერის შესახებ ფარული ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, სადაც ის უცნობ რუს ოლიგარქს არჩევნებში დახმარებაზე ესაუბრება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი უეჭველად პოლიტიკური მილიარდერია
შემდეგი სტატიაბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა