პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„21 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 34 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 21 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 23 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ორი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

banner
წინა სტატიაშინიკა მელია: ვანო მერაბიშვილი სამცხე-ჯავახეთში მოიპოვებს დამაჯერებელ გამარჯვებას
შემდეგი სტატიასაქართველოში საგანგებო მდგომარეობის ვადა ხვალ იწურება