პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული ხუთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„19 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 41 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 26 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 34 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

banner
წინა სტატიაშიგიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი ხელისუფლებამ შესაძლოა ისევ ციხეში შეაბრუნოს
შემდეგი სტატიაკახეთის რეგიონში გამოკვლეულ 103 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა