პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 23 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათთან მოთავსებულია 35 პაციენტი, საიდანაც 23 კოვიდინფიცირებულია.

ინფორმაციას საუნივერსიტეტო კლინიკა ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.

„20 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 35 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 23 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში ერთი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 28 პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ფეისბუქგვერდზე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 11-ით გაიზარდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 67 ფაქტი გამოავლინა