32 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

პირველ სამედიცინო ცენტრში 35 წლის ნინო მუჯირი გარდაიცვალა

პირველ სამედიცინო ცენტრში 35 წლის ნინო მუჯირი გარდაიცვალა.

ამ წუთებში კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები არიან შეკრებილი. ისინი მომხდარზე ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ოჯახის წევრების განცხადებით, რამდენიმე თვის წინ პაციენტს პოლიპების ოპერაცია ჩაუტარდა. მათი მტკიცებით, ოპერაცია ჩაატარა ექიმმა, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა, შეასრულა.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქირურგიული ჩარევის შემდეგ ნინო მუჯირის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ იგი გარდაიცვალა.

მომხდარის გარემოებების დადგენას შესაბამისი უწყებები იკვლევენ.

banner
წინა სტატიაშითიბისის მხარდაჭერით, Global Tech Weekend Tbilisi უკვე მეორედ გაიმართა
შემდეგი სტატიაევერესტის ოლიმპიადის გამარჯვებულები ცნობილია – პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი