პირველ რიგში მოვედი იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს იმ საქმის ხორცშესასხმელად

ნიკა მელია პარლამენტში მივიდა. მისი თქმით, მისვლის მიზეზი არის ის, რომ არ უნდა კენჭისყრის პროცესში ერთი ხმა მაინც დაიკარგოს.

„პირველ რიგში მოვედი იმისთვის, რომ არც ერთი ხმა არ დაიკარგოს იმ საქმის ხორცშესასხმელად, რომლის რეალიზების შანსი გაჩნდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ მოქალქეებს თვალები დათხარა. არ მქონდა უფლება ამ კენჭისყრაზე არ მოვსულიყავი. ბოლო ერთი საათის განმავლობაში ვადევნებდით თვალს უნიჭო სპექტაკლს, რომელიც გულისხმობს ინიციატივის ჩაგდებას. არავის სჯერა, რომ ქართული ოცნების რაღაც ნაწილი ჩადგა რაზმში და აგრესიულები იყვნენ დილიდან, რომელმაც ბოლოს დააგვირგვინა მოთხოვნით, რომ გადაიგდოს საკითხი და გაიმართოს უმრავლესობის სხდომა.

დარწმუნებული ვარ ხუნდაძე ამას ასრულებს ივანიშვილის დავალებით. ის არ არის დეპუტატი, რომელიც ახმოვანებს საკუთარ მოსაზრებებს. მოვუწოდებ ხელისუფლებას და ივანიშვილს გონიერებისკენ. ის შეთანხმება, რომელიც გაფორმდა საზოგაოდებასთან 20 ივნისის შემდეგ არ დაარღვიონ. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება საკადრის პასუხს გასცემს“,-განაცხადა ნიკა მელიამ.

რადენიმე საათში იგეგმება პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრა. კანონპროექტს მაღალი მხარდაჭერა სჭირდება.

უმრავლესობას კანონპროექტის გასატანად საჭირო მინიმუმ 113 ხმა არ აქვს და შესაბამისად კანონპროექტს ოპოზიციის მხარდაჭერა სჭირდება.

ოპოზიცია თანახმაა, რომ კანონპროექტს მხარი დაუჭიროს, თუმცა მხარდაჭერაზე უარს აცხადებენ უმრავლესობაში შემავალი მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი.

banner
წინა სტატიაშიოპოზიციის პროექტი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კენჭისყრაზე ჩავარდა
შემდეგი სტატიადიმიტრი ხუნდაძემ შესაძლოა უმრავლესობა დატოვოს