პირველ რიგში მინდა მოვინახულო, მოვისმინო ის რას ფიქრობს – სამადაშვილი ნიკა მელიას ხვდება

ამ წუთებში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი რუსთავის ციხეში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს, ნიკა მელიას ხვდება. მისი თქმით, სურს მელიას გაუზიაროს ის განწყობები რას პარლამენტშია და იმსჯელონ გამოსავალზე.

“იქნებ ერთად მოვძებნოთ რაღაც გამოსავალი. ამნისტიის კანონის მიღება ეს არის შეთანხმების ნაწილი, ამიტომ ესე მარტივად ამის გადახედვა ცხადია ვერ მოხდება, მაგრამ მე მინდა ნიკასთან ერთად ვიმსჯელო, თუ არსებობს რაიმე სხვა გზები, იმისთვის, რომ ჩვენ სწრაფად შევძლოთ პატიმრობის თემის დასრულება. მე მივდივარ ნიკასთან, პირველ რიგში მინდა მოვინახულო, გავუზიარო ჩემი აზრები, მოვისმინო ის რას ფიქრობს”, – თქვა სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითურნავა – დღეიდან „ენგურჰესი“ მწყობრშია და ელექტროენერგიას აწვდის სრულიად საქართველოს
შემდეგი სტატიაწყალტუბოს სასამართლომ ENKA დააჯარიმა